Home » საზოგადოება » საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით იზრდება
საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება

საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით იზრდება

დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუკი პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით იზრდება. საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით – 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს – 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს – 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი – 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, – განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

 

Share