Home » ეკონომიკა » “საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ”
"საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ"

“საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ”

ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამას ისმენენ.

მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ქობულიას განცხადებით, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ლოგისტიკა, გაიზარდოს გადაზიდვებისა და ტვირთების მოცულობა, რისი პოტენციალიც ძალიან დიდია.

„ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება. როგორ ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, პორტების, რკინიგზის, სხვა ტრანსპორტისა და სხვა კომპონენტების განვითარება ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.

საკომიტეტო მოსმენაზე, გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ.

„ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია, არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

წყარო: 1tv.ge

Share