Home » ახალი ამბები » საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა
საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.

Share