Home » საზოგადოება » საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინიციატივით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ერთობლივად მოახდინონ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თამჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს სააგენტოდან სხვადასხვა მოცულობის გრანტების მიღების შესაძლებლობა გააცნო, მათ შორის 5, 100 და 250 ათასიანი გრანტების მოზიდვის გზებიც. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო-პრაქტიკული ლაბორატორიები, საფრენი სიმულატორები და სტუდენტების მიერ შექმნილი საავიაციო თემატიკის პროტოტიპები.

სსუ-ის სტუდენტები და მეცნიერ თანამშრომლები შემდგომი თანამშრომლობისთვის და დამატებითი აქტიურობებისთვის ოქროყანის ტექნოპარკში იქნენ მიწვეულნი.

Share