Home » ეკონომიკა » საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა

2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41,077 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მშპ-ს რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6%-ია.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17%) და მრეწველობა (17%). ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2%), მშენებლობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (8.2%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8%).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1%), სასტუმროები და რესტორნები (9.7%), ტრანსპორტი (9.%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2%), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9%), კავშირგაბმულობა (5.8%). კლება აღინიშნა მშენებლობის სექტორში (-3.1%).

Share