Home » საზოგადოება » საქართველოს ცემენტის ასოციაცია: ირანული ცემენტი ქართულ წარმოებას საფრთხეს უქმნის
საქართველოს ცემენტის ასოციაცია: ირანული ცემენტი ქართულ წარმოებას საფრთხეს უქმნის

საქართველოს ცემენტის ასოციაცია: ირანული ცემენტი ქართულ წარმოებას საფრთხეს უქმნის

როძიანკოს თქმით, მაისში განხორციელებულმა ცემენტის იმპორტმა საქართველოს ბაზრის დაახლოებით 2-3% შეადგინა, ივნისში კი – 11%-მდე გაიზარდა, თუმცა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იქნებოდა, ირანული ცემენტის ყველა პარტიას შესაბამისი უტყუარი წარმოშობის სერტიფიკატი რომ ჰქონოდა.

„თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება და არ იქნება მიღებული ქმედითი ზომები, საქართველოში შეიძლება სრულიად გაქრეს ცემენტის ინდუსტრია, შესაბამის სამუშაო ადგილებთან ერთად.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ამჟამად საქართველოს ბაზარზე ცემენტის მოთხოვნა წელიწადში 2 მილიონ ტონას აღემატება. ირანის ცემენტის წარმოება კი საკუთარი ბაზრის შიდა მოთხოვნას 40 მილიონი ტონით აჭარბებს. როგორც თანდართული სტატიებიდან ირკვევა, ჭარბი ცემენტის სარეალიზაციოდ ირანი გეგმავს ექსპორტზე გაიტანოს მაქსიმალურად დიდი ოდენობის ცემენტი.

“ირანელი მწარმოებლებისთვის ზღვაში წვეთია საქართველოს ბაზრის ათვისება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ირანთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და ტრანსპორტირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

დემპინგის ამ აგრესიულმა ფორმამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოში შემოტანილი კლინკერის ფასმა მიწოდების და დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით ტონაზე 120 ლარს მიაღწია, რაც 25-35 ლარით ნაკლებია ადგილობრივ ფასთან შედარებით. უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ირანული შეფუთული ცემენტი, რომელის სარეალიზაციო ფასიც ადგილობრივი წარმოების შეფუთულ ცემენტთან შედარებით 30%-35%-ით ნაკლებია“ – განაცხადა პოლ როძიანკომ.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტი რეაგირებას სახელმწიფოს სთხოვს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებასა და მინისტრთა კაბინეტი, ჯერ არ არის მზად გადაწყვიტოს დემპინგის საკითხი, მაგრამ გვინდა ვთხოვოთ დროულად მიიღონ მხედველობაში  ის საფრთხეები, რომელებიც არსებობს.

ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰაიდელბერგცემენტი, „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აპირებს რუსთავის ქარხნის ღუმელის გათიშვას და წყვეტს მოპოვებით სამუშაოებს დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე, რის გამოც იძულებულია დაითხოვოს ასობით თანამშრომელი (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰაიდელბერგცემენტს პირდაპირი წესით 1,300 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მაგრამ არაპირდაპირი დასაქმების წესით ქმნის 5,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს). ანალოგიური სცენარი განვითარდება სხვა, ცემენტის მცირე საწარმოებთან მიმართებაშიც“ – განანცხადა პოლ როძიანკომ.

Share