Home » საზოგადოება » საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს – აკაკი ზოიძე
საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - აკაკი ზოიძე

საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს – აკაკი ზოიძე

„პენსიის ზრდის 20-ლარიანი გეგმა 2020 წლიდან ბიუჯეტში გაწერილი ისედაც იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და გიორგი გახარიას განცხადებაში იმაზეა საუბარი, რომ შეიქმნება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები პოლიტიკოსების დაპირებებზე დამოკიდებულები არ იქნებიან. უნდა მივიღოთ ინდექსაციის კანონი, რომ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს”, – ასე აფასებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის ზრდის თაობაზე გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც კვირას პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად.

„გიორგი გახარიას განცხადება პიარისთვის ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. პოპულისტები ის ადამინები არიან, რომლებიც ამას ამბობენ. საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს, უბრალოდ, დასაზუსტებელია ხარჯთა თანაფარდობა. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში ბიუჯეტის ახალი პროექტი შემოვა და ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებზე, შემდეგ ვისაუბრებთ”, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ პენსიის ის რაოდენობა, რომელსაც ქართველი პენსიონერები იღებენ, მათთვის საკმარისი არ არის და აუცილებელია მისი წლების განმავლობაში გაორმაგება ან გასამმაგება.

ზოიძის თქმით, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, რადგანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს დათვლა, მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან და კონკრეტულ თანხაზე საუბარი ჯერჯერობით, ნაადრევია.

Share