Home » ფინანსები » “საქართველოს ბანკის” მოგებამ 114 მილიონი ლარი შეადგინა
“საქართველოს ბანკის” მოგებამ 114 მილიონი ლარი შეადგინა

“საქართველოს ბანკის” მოგებამ 114 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის მეორე კვარტლის ბოლოს 114 მლნ ლარი შეადგინა, რაც 40,7%-ით ნაკლებია გასული წლის ივნისის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 208 მლნ ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 264 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 226 მილიონი იყო.

2017 წლის ივნისის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 10 მილიარდი ლარიდან 12 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 9  მლრდ ლარიდან 11 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზარდილია – 1.1 მლრდ ლარიდან 1,3 მლრდ ლარამდე.

Share