Home » ფინანსები » საქართველოს ბანკის 100 მილიონის ბონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 2-ჯერ გადააჭარბა
საქართველოს ბანკის 100 მილიონის ბონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 2-ჯერ გადააჭარბა

საქართველოს ბანკის 100 მილიონის ბონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 2-ჯერ გადააჭარბა

საქართველოს ბანკის ახალი ბონდების მიმართ დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა.

წამყვანი ქართული ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, 100 მლნ დოლარის ობლიგაციების გამოშვება ქართული საბანკო სექტორის მიმართ დიდ ნდობაზე მოუთითებს. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა მიწოდებას 2-ჯერ აღემატებოდა, შესაბამისად, შემცირდა ფასიანი ქაღალდების სარგებელიც, რაც 11.125% -ია.

ობლიგაციები დამატებითი პირველადი კაპიტალისთვისაა. ჰიბრიდული კაპიტალის შექმნის შესაძლებლობა ბაზელ III სტანდარტების დანერგვით გახდა შესაძლებელი.

მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ემისიის დახურვის შემდეგ, ეს იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ამ ტიპის ვექსილების პირველი საერთაშორისო შეთავაზება.

Share