Home » ბიზნესი » „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა
„საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა

„საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა

როგორც ცნობილი გახდა, შაბათს, 24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა.

საუბარია სულ მცირე 100 ათასი დოლარის ოდენობის თანხაზე. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა.
როგორც  „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ბალავაძემ განაცხადა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ინციდენტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ დეტალებს ვერ მოგაწვდით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა დაყაჩაღება. თუმცა, ინციდენტი თანხასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა სოფიო ბალავაძემ.

მისივე თქმით, მომხდარი არც ბანკის მუშაობაზე და არც ბანკის მომხმარებელზე არ აისახება.

 

Share