Home » ფინანსები » „საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს შემოსავლის დადასტურების ახალ საშუალებას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს შემოსავლის დადასტურების ახალ საშუალებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს შემოსავლის დადასტურების ახალ საშუალებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალ საშუალებას სთავაზობს. პირველი ივლისიდან ბანკი ახალ საგადამხდელო სისტემას – QR-გადახდებს ნერგავს.

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობის საფასური. თანხა მძღოლების საბანკო ანგარიშებზე აისახება. შედეგად კი მათ შემოსავლის დადასტურება გაუმარტივდებათ და სხვადასხვა ტიპის საბანკო პროდუქტით სარგებლობა შეეძლებათ.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე „საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბეჟიაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე სიახლე მხოლოდ თეთრი ფერის, A კატეგორიის ტაქსებზე გავრცელდება. სამი თვის შემდეგ QR-ით გადახდას სხვა კომერციული ბანკების მომხმარებლებიც შეძლებენ.

 

Share