Home » ფინანსები » საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო
საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით უცხოური ტურიზმიდან 799 მილიონ დოლარის (ზრდა +28.4%) შემოსავალი მიიღო, რაც $177 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ტურიზმს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $551 მლნ დოლარია (ზრდა +26.7%), რაც $116 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ (2,751,279,624) დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

Share

About bachana jincharadze