Home » ფინანსები » საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს 100 მილიონი უკან დაუბრუნა
საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს 100 მილიონი უკან დაუბრუნა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს 100 მილიონი უკან დაუბრუნა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მლნ ევრო უკან დაუბრუნა.

თანხა პროექტ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის-თვის უნდა დახარჯულიყო, თუმცა, ქვეყანა ფინანსურ ხელშეკრულებაზე უარს ამბობს.

საკითხი განსახილველად კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს წარუდგინა.

კაკაურიძის მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი განაკვეთით გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.

„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება.

წყარო: GBC

Share