Home » ეკონომიკა » საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 2,571 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო
საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 2,571 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 2,571 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ტურიზმისგან შემოსავალი გაიზარდა.

ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მლრდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია.

2017 წელს საქართველოში შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 955 მლნ დოლარი იყო. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ 183% შეადგინა.

2012 წლიდა ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:

2012 წელი – 1,4 მლრდ; 2013 წელი – 1,7 მლრდ; 2014 წელი – 1,8 მლრდ; 2015 წელი – 1,9 მლრდ; 2016 წელი – 2,1 მლრდ; 2017 წელი – 2 მლრდ.

Share