Home » საზოგადოება » „საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან“ – დეპუტატი მირონოვი
საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან - დეპუტატი მირონოვი

„საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან“ – დეპუტატი მირონოვი

რუსეთის დუმაში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელი, სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ანტირუსული გამოსვლების ფონზე, რუსეთის მხრიდან საქართველოდან იმპორტის აკრძალვა ადეკვატური გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

„რუსეთის მეთაურმა მიიღო დროული ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში. ეს პირველ რიგში იყო გასაკეთებელი. ახლა უნდა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ დავუპირისპირდეთ ანტირუსულ რიტორიკას“, – აცხადებს მირონოვი.

პარლამენტარის აზრით, საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების ეფექტური რეაგირება იქნება თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რომელიც პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით დაწესდება.

„მოდი ვთქვათ პირდაპირ – საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან, ქველმოქდება მეღვინეების და აგრონომების მიმართ, მაგრამ თუ თბილისი ამ კეთილ ჟესტს არ დააფასებს, ანტირუსული პოლიტიკის არსებობის პირობებში, ვერ ვხედავ აზრს მხარი დავუჭიროთ საქართველოსთვას ეკონომიკურ ურთიერთობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მირინოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატების უსაფრთხოება ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო.

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოეხადა, ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრა და შექმნილი არეულობისთვის მოსკოვი დაადანაშაულა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსოფობია არამხოლოდ ოპოზიციურ, არამედ სამთავრობო დონეზეც არსებობს“, – აცხადებს მირონოვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსულ ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

სანდრო პირველი

Share