Home » ეკონომიკა » საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8%-ით გაიზარდა
საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, საქართველოდან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1.98 მილიარდი დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

Share