Home » ეკონომიკა » საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის
საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის
ჰანს ჰორბახი, ჰოლანდიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის” – ამის შესახებ ჰოლანდიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში გაზეთ „ფაინენშალთან” ინტერვიუში აცხადებს.  ჰანს ჰორბახის თქმით,  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 15 ახალი კომპანია დაფუძნდა საქართველოში  ჰოლანდიური ინვესტიციების დახმარებით , 2014 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 330 მილიონ დოლარს მიაღწია.

ჰორბახის თქმით, ეს მონაცემები  ინდიკატორია, რომ საქართველო  უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის.

„ინვესტორებისთვის არ არსებობს სპეფიციკური რისკები საქართველოში, ინვესტორები ყოველთვის სიფრთხილით ზომავენ რისკებს სანამ ინვესტიციას ჩადებენ და ფაქტი, რომ ჰოლანდიიდან 330 მილიონის  შემოდინება მოხდა მნიშვნელოვანი ინდიკატორია, შესაბამისად  მე არ მაქვს მიზეზი,  ვიფიქრო, რომ ინვეტსორებს სხვა პოზიცია აქვთ,”

– აცხადებს დიპლომატი.

 მისივე თქმით, ზოგადად  ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად  და ეკონომიკურად სტაბილურ გარემოში ჰქონდეს საქმიანობა, რაც ქმნის თავდაჯერებულობას მომავლისადმი.

Share