Home » ფინანსები » საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს
საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველო 42.25 მილიონ დოლარს მიიღებს.

საქართველოს სამწლიანი პროგრამა, რომელიც „გაფართოებულ დაფინანსების მექანიზმს“ მოიცავს 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 285 მილიონი დოლარი უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 42.25 მილიონი დოლარს. დარჩენილ თანხას ქვეყანა პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი წლის მანძილზე, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებს, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

Share