Home » საზოგადოება » საქართველო შესაძლოა, ნატო-ში გამარტივებული პროცედურით შევიდეს
საქართველო შესაძლოა, ნატო-ში გამარტივებული პროცედურით შევიდეს

საქართველო შესაძლოა, ნატო-ში გამარტივებული პროცედურით შევიდეს

საქართველო შესაძლოა, ნატო-ში გამარტივებული პროცედურით შევიდეს

ნატო-მ შესაძლოა, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გახსნას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ბრიუსელიდან დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა.

„სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტი კვლავ დაადასტურებს საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნები ალიანსის გაფართოების პროცესში არ უნდა ერეოდნენ. სამიტზე, შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი MAP-ის მინიჭების გარეშეც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს. ინტეგრაციის პირველად ინსტრუმენტებად შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები (ANP) და ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი (SNGP) ჩაითვალოს“, – აცხადებს „რია ნოვოსტის“ წყარო.

ნატო-ს სამიტი ქალაქ ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

Share