Home » ახალი ამბები » “საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის”
"საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის"

“საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის”

გვჯერა, საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება, – თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანმიმდევრულად და სწრაფად მიღწევას. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ საერთო ოჯახში და ერთად ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ქვეყანა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Share