Home » საზოგადოება » საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს
საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

6 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან (GOGC) თანამშრომლობით დაიწყეს ქვეყნის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება ბუნებრივი გაზის შენახვისათვის.

აღნიშნულის მთავარი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ბუნებრივი გაზის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფა ნებისმიერი დროებითი დარღვევის შემთხვევაში და საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Share