Home » საზოგადოება » საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს
საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ვებგვერდი Chefspencil-ი წერს. ავსტრალიურ გამოცემას აინტერესებდა რამდენად პოპულარულია დიეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ სერვის Google Trends-ს მიმართეს. მისი მეშვეობით გარკვეული სიტყვის ძიების პოპულარობის დადგენა შეიძლება. სერვისი სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს.

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „დუკანის დიეტა“ აღმოჩნდა, რომლის მიმდევრებიც ნახშირწყლების მცირე რაოდენობას იღებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დიდი პოპულარობით გასახდომი ჩაიც სარგებლობს.

ყველაზე ხშირად კი დიეტების შესახებ Google-ში ინფორმაციას პოლონეთში ეძებენ. ეს ქვეყანა პირველობას უკვე 6 წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ყველაზე პოპულარული აქ ექიმ ევა დუბროვსკას დიეტაა, რომელიც ჯანსაღ კვებაზე გადასვლამდე დეტოქსიკაციას ითვალისწინებს.

საქართველოს და პოლონეთის გარდა ოცეულში დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.

imedinews.ge

Share