Home » ახალი ამბები » საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის გარდა. 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.

მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ასევე, კალათბურთელები თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისა ესწრებოდნენ.

Share