Home » ახალი ამბები » საქალაქო სასამართლომ კირკიტაძე უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გაამართლა
საქალაქო სასამართლომ კირკიტაძე უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გაამართლა

საქალაქო სასამართლომ კირკიტაძე უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გაამართლა

საქალაქო სასამართლომ კირკიტაძე უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გაამართლა.

მას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად.

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

საქმის განმხილველი მოსამართლე გიორგი დარახველიძე იყო.

Share