Home » ფინანსები » “საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირს შეეძება აქტივების მმართველი კომპანია აირჩიოს”
"საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირს შეეძება აქტივების მმართველი კომპანია აირჩიოს"

“საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირს შეეძება აქტივების მმართველი კომპანია აირჩიოს”

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გათვალისწინებულ იქნა პირველი მოსმენით განხილვის დროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები.

მისი განმარტებით, განხორციელებული ცვლილებები სისტემის ადმინისტრირების წესის დადგენას, საინვესტიციო საბჭოს წევრების გათავისუფლების წესს, ასევე, აფილირებული პირის განსაზღვრას ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, დაკონკრეტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და აღმოიფხვრა სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზიც.

„მნიშვნელოვანი ცვლილება ეს არის 29-ე მუხლის დამატება კანონში, რომლის მიხედვითაც საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ მონაწილეს ეძლევა საშუალება, თავად აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

bm.ge

Share