Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარი იქნება
საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარი იქნება

საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარი იქნება

საპენსიო სააგენტოს დაფინანსება მომავალ წელს 3.8 მილიონი ლარი იქნება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში მესამე წარდგენით შეტანილი ბიუჯეტის პროექტი.

თავდაპირველად სააგენტოსთვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმებოდა. გაზრდილი დაფინანსებიდან კი მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე 2 მილიონი ლარის მიმართვაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს.

Share