Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტო სებ-ის ზედამხედველობით იფუნქციონირებს
საპენსიო სააგენტო სებ-ის ზედამხედველობით იფუნქციონირებს

საპენსიო სააგენტო სებ-ის ზედამხედველობით იფუნქციონირებს

საპენსიო რეფორმის ფარგლებში შექმნილი საპენსიო სააგენტო სებ-ის ზედამხედველობას დაექვემდებარება.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სკითხთა კომიტეტმა უკვე მოიწონა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს პირველი მოსმენით წარუდგინა კანონპროექტი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხი აკაკი ზოიძემ პრინციპების დონეზე წარმოადგინა და განმარტა, რომ ეს არის თანმდევი კანონპროექტი, რომლის მიღების მიზანია მისი შესაბამისობაში მოყვანა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან.

აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა. მომხსენებლის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტის პირველი მოსმნენით მიღების დროს არ აღმოჩნდა ამ ორგანული კანონის მისაღებად საკმარისი ხმათა რაოდენობა, ამიტომ თავიდან მოხდა მისი ინიცირება და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა“.

აკაკი ზოიძის თქმით, – „ამის გარეშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში გამოვა, რომ ჩვენ მივიღებთ კანონს, შევქმნით საპენსიო სააგენტოს, რომელსაც ზედამხედველი არ ეყოლება. სააგენტოს ზედამხედველი უნდა ჰყავდეს ეროვნული ბანკი და ეს არის დამზღვევი მექანიზმი, რომ მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო თანხები შესაბამისად იქნება განკარგული“.

ამის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონპროექტის ხელახლა შეტანას მომავალი პლენარული სხდომების დღის წესრიგში.

Share