Home » ფინანსები » საპენსიო ფონდში 155 მილიონი ლარია აკუმულირებული
საპენსიო ფონდში 155 მილიონი ლარია აკუმულირებული

საპენსიო ფონდში 155 მილიონი ლარია აკუმულირებული

ამჟამად საპენსიო ფონდში 155 მლნ ლარია აკუმულირებული, სქემაში 48 ათასი კომპანია და 720 ათასი დასაქმებულია ჩართული.

საინვესტიციო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პოლიტიკას განსაზღვრავს.

„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიაზე ინფორმაცია ორ საერთაშორისო გამოცემაში – Financial Times-სა და The Economist-შია გამოქვეყნებული და საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, „- განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

Share