Home » ფინანსები » საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება
საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება

საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება

საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ამჟამად საპენსიო დანაზოგები განთავსებულია მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვადიანობა არ აქვს.

„ეს არის ყველაზე დაბალი სარგებელი რაც შეიძლება, რომ თქვენ ბანკში მიიღოთ – 8 მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაახლოებით, რვა პროცენტამდე. როდესაც ჩვენ დეპოზიტს სერტიფიკატებში და ვადიან ანგარიშებზე განვათავსებთ, იქ სარგებელი იქნება დაახლეობით 11-12 პროცენტი,“ – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მისი აზრით, მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5 – 12 პროცენტის ფარგლებში.

ლევან სურგულაძემ დღეს არსებულ კაპიტალის ბაზარზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საინვესტიციო ინსტრუმენტების მხრივ არჩევანი ძალიან მწირია, თუმცა მოთხოვნა არის ლატენტური.

,,ისინი უნდა იყვნენ გამჭირვალე, მომგებიანი, გაიარონ აუდიტი, მიიღონ შესაბამისი რეიტინგი და გააკეთონ ფასიანი ქაღალდებიც იმიტომ, რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებში შესვლა. ჩვენ მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები შეგვიძლია შევიძინოთ და ეს კომპანიები იქნებიან მოტივირებული და გამოუშვებენ კიდევაც ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს. ჩემი პროგნოზით, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ეს ეფექტი ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ. უკვე არის ბაზარზე მოძრაობა, უკვე არის ინტერესი ამ ფულის მიმართ გამოხატული, კომპანიები ემზადებიან, რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს რომ აქ განვათავსებთ,“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

Share