Home » ეკონომიკა » საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ბოაოს საერთშორისო ფორუმში მონაწილეობს
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ბოაოს საერთშორისო ფორუმში მონაწილეობს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ბოაოს საერთშორისო ფორუმში მონაწილეობს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.

ფონდის ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობას  ბოაოს საერთაშორისო ფორუმში იღებს. დავოსის შემდეგ, მნიშვნელობით მეორე საერთშორისო ფორუმი სახელწოდებით, „აზიის ახალი მომავალი, ახალი დინამიკა და ახალი ხედვა“  22 მარტს გაიხსა და 25 მარტს დაიხურება.

ბოაოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეებმა მსოფლიო ეკონომიკის მდგარობის, რისკების იდენთიფიცირების, პრევენციული ღონისძიებების, ახალი შესაძლებლობების, ენერგოეფექტურობის, ფინანსების მართვის, სავალუტო ომისა და ახალი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ბოაოს ფორუმის ფორმატში გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებიც.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ოფიციალური შეხვედრა შედგა დავით საგანელიძესა და  ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერმინისტრთან, ამჟამად, პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარესთან ჯენი შიპლეისთან, შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ახალი ზელანდიის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე  გაამახვილეს ყურადღება.

დავით საგანელიძემ ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა China-eurasian ec cooperation fund-ის მენეჯმენტთან გამართა.

China-eurasian ec cooperation fund-ი საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და უახლოეს მომავალში კონკრეტული წინადადებებით  საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს.

ორმხრივი შეხვედრა შედგა ასევე, მსოფლიოში ცნობილი, სასტუმროების მშენებელი, მფლობელი და მმართველი კომპანიის longyu construction group-ის თავმჯდომარესთან  ჩანგ იუჰონგთან. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის სექტორის  განვითარების შესაძლებლობებს.

ფონდის მენეჯმენტმა კომპანიის  წარმომადგენლებს საქართველოში, წყალტუბოსა და რაჭის რეგიონების ტურისტული პოტენციალი და საკურორტო ზონების პერსპეტივები გააცნო.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დრექტორი ფორუმის ფარგლებში visa Inc-ის ვიცე პრეზიდენს  ელენ რიჩის შეხვდა.  Visa Inc-ი წარმოადგენს პიროვნებების გუნდს, რომლებსაც გააჩნიათ  ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული მართვის ცოდნა და გამოცდილება. წარმატებული პროფესიონალები ბიზნეს კომპანიებში უზრუნველყოფენ  ინოვაციების დანერგვას, ბრენდის მართვას, გაყიდვების ზრდასა და ოპერატიულ ღონისძიებებს. Visa Inc-ი ვიცე პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

ფორუმის ბოლო დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის( AIIB ) პრეზიდენტს ჯინ ლი ქუნ-ს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას. ბანკის პრეზიდენტის ჯინ ლი ქუნ-ის განცხადებით საქართველოში სპეციალურ დელეგაციას გამოუშვებს საკითხის შესასწავლად.

ფორუმის ფარგლებში, საქართველო ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ დავით საგანელიძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.  მედის წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება  საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გლობალურ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

წყარო: GBC

Share