Home » ახალი ამბები » სანდრო ბრეგაძე – გიორგი გაბუნიას პუტინის გინებისთის დიდი ფული აქვს აღებული
სანდრო ბრეგაძე - გიორგი გაბუნიას პუტინის გინებისთის დიდი ფული აქვს აღებული

სანდრო ბრეგაძე – გიორგი გაბუნიას პუტინის გინებისთის დიდი ფული აქვს აღებული

„არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული, სავარაუდოდ თავად რუსეთისგან” – ამის შესახებ „ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

სანდრო ბრეგაძის თქმით, მიუღებელია, რომ ადამიანს მკვდარი მშობლები აგინო.

„არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული, სავარაუდოდ თავად რუსეთისგან. გინებაში, რაღაც მარაზმში, რომელიც მან გააკეთა, საშინელება იყო არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნებოდა ნათქვამი. ადამიანს, უკანასკნელ მტერს თუნდაც, გარდაცვლილი მშობლები არ უნდა შეუგინო. არსებობს სხვა მეთოდები, რომლითაც შეგიძლია იბრძოლო. ეს არც კავკასიელობაში არც ჰუმანიზმში და არაფერში არ ზის”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2″ – ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

არხის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გაბუნია ეთერს ორი თვით ჩამოაშორა. საბოლოოდ კი ახალმა ხელმძღვანელობამ გიორგი გაბუნია სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

წყარო: პრაიმტაიმი

Share