Home » ახალი ამბები » „სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება“
„სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება“

„სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება“

ჩვენ „რუსთავი 2“-ს არავის დავანებებთ, – ეს განცხადება „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მას ეჭვი არ შეაქვს ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებაში, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება.

“უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მხარდამჭერებისთვის და საქარათველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც სიტყვის თავისუფლებას თვლის უპირველეს ღირებულებად ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას. არაფერი არ არის დასრულებული, სანამ ყველაფერი დასრულებული არ არის. იქამდე არაფერი არ დასრულდება, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ შევწყვეტთ იმ უმსგავსობას, რომელიც ამ სახელმწიფოში ხდება. მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Share