Home » ბიზნესი » სამშენებლო კომპანიები მედიაში – სათავეში კომპანია „ემ კვადრატია“
სამშენებლო კომპანიები მედიაში - სათავეში კომპანია „ემ კვადრატია“

სამშენებლო კომპანიები მედიაში – სათავეში კომპანია „ემ კვადრატია“

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური ინდუსტრია-სამშენებლო სექტორია. აქტიურია, როგორც საიმიჯო აქტივობებით, როგორიცაა რეკლამა-შეთავაზებები, ღონისძიებები და ა.შ. ასევე მედიაში გაჟღერების თვალსაზრისით, ვინაიდან არ კარგავს აქტუალობას სამშენებლო რეგულაციები, დედაქალაქის იერსახის საკითხი და ა.შ. სამშენებლო კომპანიებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, საკმაოდ ფართოდ არიან წარმოდგენილნი, ქართულ მედია სივრცეში. 2019 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა 8 კომპანია, რომლებიც 100-ზე მეტ სტატიასა თუ სიუჟეტში მოიხსენიეს, მედიაში, არასრული 2019 წლის პერიოდში.

სიას სათავეში კომპანია „ემ კვადრატი“ უდგას. ჯამში 972 პუბლიკაცია დაეთმო კომპანიის მედია გაშუქებებს. 8 კომპანიის გარდა, კიდევ 14 კომპანია, 100-ზე ნაკლები სტატია/სიუჟეტით ხასიათდება. 2019 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, სამშენებლო სექტორის მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობის სტატისტიკა, ასე გამოიყურება:

მოცემული 8 კომპანიის სენტიმენტალური პროფილის ანალიზი გვიჩვენებს შეფასებების გადანაწილებას, კომპანიების მედია გამოვლინებების მთლიან რაოდენობაში. გამოვლინდა, რომ 8-დან 2 კომპანიის შემთხვევაში, მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გვხვდება, იმ მასალაში, სადაც დამოკიდებულების გამომხატველი აქტივობა ფიქსირდება. ეს კომპანიებია „არსი“ და „რედიქსი“. „ცენტრ-პოინტი“ ერთადერთია, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება ხვდა წილად, 2019 წელს.

პოზიტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება კომპანია „ემ კვადრატი“, ხოლო ნეგატივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით-„კომპანია სვეტი“. საინტერესოა, რომ ეს ორი კომპანია და მათი სენტიმენტალური პროფილი, დაკავშირებულია ერთმანეთთან და გამომდინარეობს ერთმანეთისგან. 2019 წელს, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ბინებით დაკმაყოფილება, კომპანია „ემ კვადრატმა“ აიღო თავის თავზე.

ინფორმაციას ipm კვლევები ავრცელებს.

Share