Home » საზოგადოება » სამშენებლო კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” ბინების კრიპტოვალუტაში გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” ბინების კრიპტოვალუტაში გაყიდვა დაიწყო

სამშენებლო კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” ბინების კრიპტოვალუტაში გაყიდვა დაიწყო

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” პირველად ბინების გაყიდვა კრიპტოვალუტაში დაიწყო.

როგორც bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს, კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელია დისტანციურად ელექტრონული საფულეს მეშვეობით, მთავარია, მომხმარებელს Bitcoin, Litecoin და Ethereum ელექტრონული ანგარიში ჰქონდეს.

ანგარიშსწორება გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად მოხდება.

ჰოლდინგში განმარტავენ, რომ კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრანზაქცია სწრაფია და არ საჭიროებს რთულ პროცედურებებს. მოსახერხებელია ტურისტებისთვისაც, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქართული ბარათი არ აქვთ და საქართველოში ყოფნისას უძრავი ქონების შეძენის სურვილი აქვთ.

„იდეა გაჩნდა მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში მყიდველთა 50% უცხოელია, სურვილი გვქონდა მათთვის ხელსაყრელი პირობები და ფორმა შეგვეთავაზებინა”, – განმარტა კომპანიის ფინანსურმა ანალიტიკოსმა თამარ დევაძემ.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, ბინების კრიპტოვალუტაში გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

BMG

Share