Home » ეკონომიკა » სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 2.3% შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.09 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (16.1 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-10.0 პროცენტი).

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი – ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.43 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.9%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (14.3%).
პარალელურად, ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-14.1%);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი – დაფიქსირდა ფასების 1.4% ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა;

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია – დაფიქსირდა ფასების 4.2 პროცენტიანი კლება, რამაც 0.28 პროცენტული პუნქტით შეამცირა მთლიანი ინდექსის წლიური ცვლილება. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების შემცირება ლითონის მადნებსა და სამთომოპოვებითიმრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (-4,9%).

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე -1.0 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე – 0.5 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 3.8 პროცენტით. ფასების 4.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

ფასები 1.4 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 0.4 პროცენტიანი მატება დარეგისტრირდა.

Share