Home » ახალი ამბები » სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება
სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება

სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება

სამინისტროები, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

ასევე იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც.

ქრონიკის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, თუმცა, ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ სამინისტროს.

ორ ნაწილად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო. ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამას გარდა, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო ამჯერად განათლების სამინისტროს შეუერთდება.

Share