Home » საზოგადოება » სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა
სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი.

საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი.

„ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა.

საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ.

იური ნოზაძემ თხილის სექტორის პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share