Home » ახალი ამბები » სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ მომღერალი ზურა ხაჩიძე წარადგინეს
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ მომღერალი ზურა ხაჩიძე წარადგინეს

სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ მომღერალი ზურა ხაჩიძე წარადგინეს

მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა დაუდასტურა.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.

ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

Share