Home » საზოგადოება » „სამართლიანი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნება“
„სამართლიანი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნება“

„სამართლიანი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნება“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სამართლიანი იქნებოდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტი დაებრუნებინათ.

„რაც შეეხება თავისუფლებებს, ამ კუთხით სჯობს რუსეთიდან კი არა, ქართველებით ან ყოფილი ქართველებით დაიწყოთ. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც წარსულში ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის-ძე სააკაშვილს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას ითვალისწინებს.

საპასუხოდ, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას, „ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“.

Share