Home » საზოგადოება » სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კარიერას ამთავრებს
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კარიერას ამთავრებს

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კარიერას ამთავრებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თავის საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა.

„ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ.

პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Share