Home » ფინანსები » „სახელმწიფოს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 15% ბიუჯეტში, ხოლო 5% საპენსიო ფონდში უნდა მიემართა“
„სახელმწიფოს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 15% ბიუჯეტში, ხოლო 5% საპენსიო ფონდში უნდა მიემართა“

„სახელმწიფოს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 15% ბიუჯეტში, ხოლო 5% საპენსიო ფონდში უნდა მიემართა“

საპენსიო რეფორმას ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ,ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი აფასებს. მისი განცხადებით,  ბიზნესი რეფორმას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა. როდესაც საკანონმდებლო ცვლილება გარკვეულ ხარჯებთანა დაკავშირებული, ბიზნესთან  მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

მისი განმარტებით, საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლბითი  უნდა ყოფილიყო. მანამდე კი ბიზნესისთვის გადასაწყობად გარკვეული დრო უნდა მიეცათ. დაუშვილის განმარტებით, ბიზნესის ამოსავალი წერტილი მოგებაა,როდესაც ის  მცირდება, კარგი არ არის და ეს არავის არ უნდა უხაროდეს.

როგორც დაუშვილი განმარტავს, როდესაც ქვეყანა ვითარდება,მოსახლეობის ცხოვრების დონე იმატებს და იზრდება სახელფასო ფონდი. შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესისთვის სახელფასო ფონდი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯია.

 „თუ კომპანიას პირობითად აქვს 2 მილიონი ლარის სახელფასო ფონდი, აქედან  დამსაქმებლის გადასახდელია 2%-ი, ანუ 40 000 ლარი, რაც ხარჯია და არცთუ ისეთი ცოტა. მითუმეტეს როცა ამას სავალდებულო ხასიათი აქვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს 2%-ი კომპანიისთვის ტვირთია. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც  ქვეყანაში გართულებული ეკონომიკური სიტუაციაა, როდესაც არ არის ხელშესახები  ეკონომიკური ზრდა, არის ლარის დევალვაცია. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ბიზნეს აწვება, კარგი არ არის“-აცხადებს დაუშვილი.

 „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი იმაზეც საუბრობს, თუ საპენსიო რეფორმა უკეთესად როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. მისი შეფასებით, სახელმწიფოს ცალმხრივად  უნდა მიეღო გადაწვეტილება და 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 15 %-ი ბიუჯეტში, ხოლო 5%-ი საპენსიო ფონდში მიემართა.

 „ასეთ სიტუაციაში ბიზნესთან არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნებოდა, არავის არ შეეხებოდა.თუ ბიუჯეტს ამის საშუალება ექნებოდა,ამ სქემით უნდა ემუშავათ.თუ მთავრობას უნდა, რომ სოციალურად ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღოს,ბიზნესს ეს ნაკლებად უნდა დააწვეს. რაღაც სხვა ფორმა უნდა მოიფიქროს.“-აცხადებს დაუშვილი.

მისივე განმარტებით,ზოგადად,სხვისი ფულის ინვესტირება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.ეს არ არის ადვილი საქმე. ამას კი დიდი კომპეტენცია და დრო  სჭირდება.როგორც დაუშვილი აცხადებს, ეს ყევლაფერი რეფორმის ამოქმედებამდე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი.

„ჩემი აზრით ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება იმიტომ,რომ მოხდეს დამატებითი რესურსების მობილიზება. ყველაზე უფრო საიმედო მსესხებელი სახელმწიფო ბიუჯეტია, სავარაუდოდ, მობილიზებული თანხა რაღაც დონეს რომ მიაღწევს, ის სესხის სახით  სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება“-აცხადებს დაუშვილი.

კომერსანტი

Share