Home » ფინანსები » სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული
სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული

სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული, – ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით.

ამასთან, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 6.0 მლნ ლარით (ეკონომია წარმოიქმნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე) და შეადგენს 318.0 მლნ ლარს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი წარედგინა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, 223 მილიონით იზრდება ხარჯების ნაწილი 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს.

Share