Home » საზოგადოება » სახელმწიფო შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იან წილს აუქციონზე 2 283 000 ლარად ყიდის
სახელმწიფო შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იან წილს აუქციონზე 2 283 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იან წილს აუქციონზე 2 283 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების კერძო სექტორში გადატანის მიზნით, შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100% -იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 2 283 000 ლარად იყიდება.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის ბალანსის მდგომარეობით, საწარმოს აქტივები შეადგენს 1 786 619 ლარს, საკუთარი კაპიტალი 1 758 850 ლარს, ხოლო ვალდებულებები 27 769 ლარს. ამასთან, კომპანიის საკუთრებაშია ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე, 05.30.09.058 საკადასტრო კოდით რეგისტირებულ , 8 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის შპს „Anglo-Georgian Shipping Compamy L.T.D.-ის პარტნიორობის 100% წილი.

საწარმო ასევე ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს, მათ შორის გემის კორპუსის სისქის გაზომვის, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების, შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის, სამონტაჟო სამუშაოების და სხვა.

Share