Home » საზოგადოება » „სახელმწიფო ქონება თუ არ გავასხვისეთ, ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება”
"სახელმწიფო ქონება თუ არ გავასხვისეთ, ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება"

„სახელმწიფო ქონება თუ არ გავასხვისეთ, ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება”

„ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება გვაქვს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება გვაქვს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ. ეს ქონება თუ არ გავასხვისეთ კერძო სექტორზე, არ განვკარგეთ, ჩვენი დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა. ჩვენთან, საქართველოში, სახელმწიფო კომპანიები ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესია. მათი ეფექტურობა თუ არ გავზარდეთ, ეკონომიკას ვერ დავძრავთ. ეს არის ჩვენი მიზნები“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Share