Home » ფინანსები » სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანიქაღალდები გაიყიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 113 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა.

Share