Home » საზოგადოება » საჯარო სამსახურში სტაჟიორები ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ
საჯარო სამსახურში სტაჟიორები ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ

საჯარო სამსახურში სტაჟიორები ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ

საჯარო სამსახურში სტაჟირება აღარ იქნება ანაზღაურებადი – აღნიშნულს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

საუბარია პარლამენტში ინიცირებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის ავტორიც არის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“. კანონპროექტი შრომით ბაზარზე სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსის განსაზღვრასა და სტაჟირების პერიოდის სამუშაო სტაჟში ჩათვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ამ კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში სტაჟირებაზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღარების შესახებ” კანონი, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

BPN.GE

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share