Home » ახალი ამბები » საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო.

პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალის თანახმად, განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან – შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა.

Share