Home » ახალი ამბები » საჯარო დანიშნულების 25 შენობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება
საჯარო დანიშნულების 25 შენობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

საჯარო დანიშნულების 25 შენობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

მუნიციპალური განვითარების ფონდი „საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 25 შენობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება. საუბარია სკოლებსა და მუნიციპალურ ნაგებობებზე.

პროექტის ღირებულება 4,7 მილიონი ევროა და ჩრდილო-ატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) სესხითა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) გრანტით ფინანსდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, შესყიდვებზე ტენდერები  მალე გამოცხადდება.

შენობები 12 ლოკაციაზეა შერეჩეული, მათ შორის ექვსი შენობა თბილისში, ექვსი ახალციხეში ორ-ორი ზუგდიდსა და რუსთავში მდებარეობს. ჯამში 25 შენობის საერთო ფართი 70 000 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, შენობების სახურავებსა და კედლებს თბოიზოლაცია გაუკეთდება, დამონტაჟდება ახალი სავენტილაციო სისტემები, შეიფუთება მილები, შენობებზე დამონტაჟდება მზის კოლექტორები და  განათების სისტემა ენერგოდამზოგავი LED ნათურებით შეიცვლება.

Share