Home » საზოგადოება » საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულები აზარტულ თამაშებში შესაძლოა ვეღარ ჩაერთონ
საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულები აზარტულ თამაშებში შესაძლოა ვეღარ ჩაერთონ

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულები აზარტულ თამაშებში შესაძლოა ვეღარ ჩაერთონ

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულები აზარტულ თამაშებში შესაძლოა ვეღარ ჩაერთონ. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილმა “თბილისელებთან” საუბრისას განაცხადა.

“მნიშვნელოვანი საკითხის თვითაკრძალვის მექანიზმის სავალდებულობა საჯარო მოხელეებისთვის. ანუ მე, როგორც პარლამენტის წევრი და ნებისმიერი მოხელე იქნება ვალდებული, წარმოადგინოს თვითაკრძალვის დოკუმენტი, ისევე, როგორც გვაქვს ვალდებულება, მოვიტანოთ ცნობა ნარკოლოგიური სამსახურიდან. ყველა საჯარო მოხელეს მოუწევს თვითაკრძალვის დოკუმენტის მიტანა იმ საჯარო დაწესებულებაში, სადაც ის მუშაობს. ამ მეთოდით, საჯარო მოხელეების სახით, კიდევ 10 ათასობით ადამიანს ჩავხსნით სათამაშო სეგმენტიდან. ამას გარდა, ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან: იქნება ეს სოციალური დახმარება თუ „სტარტ აფის“ დაფინანსება ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო პროგრამა, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თვითაკრძალვის დოკუმენტი.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებულები: დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ კერძო სექტორიც ამ გზას გაჰყვება და, მაგალითად, ბანკები კრედიტების გაცემისას თუ სხვა მომსახურების გაწევისას აღნიშნულ დოკუმენტს მოითხოვენ, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩახსნის ამ სეგმენტიდან. ეს არის ჩვენი ამოცანა, რადგან ვერ ავკრძალავთ სათამაშო ბიზენსს, იმიტომ რომ ამის ტექნიკური საშუალებები არ არსებობს”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

Share