Home » ეკონომიკა » საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში
საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

პირველი კვარტლის TOP3 ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

“საქსტატში” ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას, ასევე – არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა – 82,7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 51 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 41,6 მილიონი აშშ დოლარი. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის პირველ კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა.

Share